აშშ-ს მექსიკის საზღვარზე კედელი 15 მილიარდი დაუჯდება

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ კონგრესი აშშ-ს-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას განიხილავს, რომელიც, როგორც ანალიზის შედეგად გაირკვა, აშშ-ს 12-15 მილიარდი დოლარი დაჯდება.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე უარს ამბობს, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.

გადაწყვეტილება ტრამპის განცხადებას მოყვა იმის შესახებ, რომ ნეტოსთვის უმჯობესია მომავალ კვირას აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვას, თუკი მექსიკა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვუს ხარჯების გაწევას არ აპირებს.
გუშინ კი ტრამპმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში, მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს. მისი განცხადებით, კედლის ხარჯებს ადრე თუ გვიან მექსიკა გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშიპალესტინამ განაცხადა, რომ “ობამას ტრანში” 221 მილიონი უკვე მიიღეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ნეონაცისტები დააკავეს