“არც გაზი გვექნება და არც რაიმე ანაზღაურება, ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ”-ვოლსკი გაზპრომთან შეთანხმების გასაჯაროებაზე

“გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ დაპირისპირების საგანია. ოპოზიცია ხელისუფლებისგან დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვს და მმართველ გუნდს სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.

უმრავლესობაში იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც რუსულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, დოკუმენტის გასაჯაროებას შესაძლოა მოჰყვეს. გია ვოლსკი დოკუმენტის გასაჯაროების შემთხვევაში პროცესების განვითარების საკმაოდ რთულ სცენარზე საუბრობს.

„მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების შედეგად შესაძლებელია გასაჯაროვდეს. ასეთი ხელშეკრულება გვაქვს იგივე აზერბაიჯანის მხარესთან, SOCAR-თან. ჩრდილს მივაყენებთ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დავძაბავთ ურთიერთობას სომხეთთან, არც გაზი გვექნება და არც სატრანზიტო გადაზიდვისთვის რაიმე ანაზღაურება და ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას აღავლენს
შემდეგი სტატიაპალესტინამ განაცხადა, რომ “ობამას ტრანში” 221 მილიონი უკვე მიიღეს