პაკისტანელმა საკუთარი და იმიტომ მოკლა, რომ ის სიყვარულით აპირებდა გათხოვებას

პაკისტანელმა საკუთარი და იმიტომ მოკლა, რომ ის სიყვარულით აპირებდა გათხოვებას

პაკისტანელმა საკუთარი და იმიტომ მოკლა, რომ ის სიყვარულით აპირებდა გათხოვებასპაკისტანელს საკუთარი დის მკვლელობაში სდებენ ბრალს, რომელმაც სიყვარულით გათხოვება მოინდომა – „სიენენი“ ავრცელებს.
„მას სიყვარლით უნდოდა გათხოვება, მაგრამ ვერ მოვრიგდით. ის ჩემი და იყო და მე არ მინდოდა ის მომეკლა. მომხდარის მერე სულ ვტირი“ – განაცხადა ბრალდებულმა საკიბ მასიხმა. „მათ დავა დაიწყეს. მან თავის დას ჯოხი დაარტყა, მაგრამ მისი მოკვლა არ უნდოდა. ბოლოსდაბოლოს, მე ეს ღირსების საკითხი გახდა“ – განაცხადა იუსუფ მასიხმა, მკვლელის და მსხვერპლის მამამ. მისი თქმით, ქალი და მისი რჩეული ნათესავები იყვნენ, რამაც ოჯახის უკმაყოფიელბა გამოიწვია.
პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობები დღემდე ხდება. 2015 წელს „ღირსების“ გამო დაახლოებით 1000 ქალი მოკლეს. როგორც წესი, მსგავსი მკვლელობები ისლამურ გარემოში ხდება, მაგრამ მსხვერპლი ქრისტიანები არიან. „სიენენის“ თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტიანები ადგილობრი წესებს ითავისებენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რუსულ-ევროპულ ურთიერთბაში ნდობის დაბრუნებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაგაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ იეზიდების გენოციდში ადანაშაულებს