გაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ იეზიდების გენოციდში ადანაშაულებს

გაერო „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს სირიასა და ერაყში იეზიდების გენოციდში ადანაშაულებს – მოხსენება ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი სპეციალური კომისიის მიერ მომზადდა. მასში ნათქვამია, რომ ექსტრემისტები „მკვლელობებით, სექსუალური მონობით და სხვა დანაშაულებებით“ ერაყსა და სირიაში რელიგიური გაერთიანების განადგურებას ცდილობდნენ, რომელიც სავარაუდოდ, 400 ათას ადამიანს მოითვლის.
40 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „იეზიდების გენოციდი გრძელდება“.
.მოხსენება ათობით იეზიდის ჩვენებებს ეყრდნობა.
გაეროს კომისიამ მსოფლიო თანამეგობრობას იეზიდების გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანელმა საკუთარი და იმიტომ მოკლა, რომ ის სიყვარულით აპირებდა გათხოვებას
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების პირობები წამოაყენა