ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნის გზის სამუშაოები წალენჯიხის მერმა მოინახულა

„ქალაღალიდან ძალიან ახლოს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზი. მუნიციპალიტეტის მერიის და ზოგადად, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად ამ ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მიმაჩნია, რაც უნდა გამოიხატოს მათთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნაში“ – ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნში ყონისას განაცხადა, სადაც სამანქანე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4. 109 081 კმ-ზე აქტიურად მიმდინარეობს.

„მთავარი არის გზა, მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ეს საკითხი და გზის მშენებლობა დაწყებულია. მოსახლეობა, აქ მცხოვრები 40-მდე კომლი წლიდან-წლამდე,არჩევნებიდან არჩევნებამდე შეაჩვიეს ცრუ დაპირებებს. პირველივე დღიდან ჩვენი პრიორიტეტი გახდა სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მოსახლეობის მხარდაჭერა. ამ გზის მშენებლობა ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ გრძელვადიანი პერსპექტივებით და ყველა პირობას უნდა ვუქმნიდეთ მოსახლეობას, განსაუთრებით, სოფლის მოსახლეობას,რომ ისინი არ მოწყდნენ სოფელს , დარჩნენ სოფელში, გააძლიერონ საკუთარი მეურნეობა და მათ გააძლიერონ ზოგადად,ქართული სახელმწიფო”- განაცხადა გიირგი ხარჩილავამ.

შეგახსენებთ: პროექტის საერთო ღირებულება ღირებულება 2 109 081 ლარია.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6570 ლარი გახდა