სტუ-ს რექტორი განათლების მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარს ამბობს – უნივერსიტეტში გამართული საგანგებო თათბირის ექსკლუზიური დეტალები

“თაიმერის” მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ, სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ გუშინვე უნივერსიტეტის თანამშრომლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

როგორც წყარო შეხვედრიდან გვიყვება, სტუ-ს რექტორმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრის თანამდებობის შეთავაზების შემთხვევაში, ამ შეთავაზებას არ მიიღებს და უნივერსიტეტში დარჩება.

შეგახსენებთ: “თაიმერმა” ასევე, ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს თანამდებობას ატოვებინებენ და ამის თაობაზე, როგორც წყარო ამბობს, პრემიერმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება.

ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძეა.

“თაიმერთან” საუბარში, დავით გურგენიძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

„ვარ პედაგოგი, მეცნიერი და რექტორი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კი სათავეში უდგას ახალგაზრდა, ერუდირებული, ენერგიული მინისტრი, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და სამეცნიერო გარემო”, – განუცხადა რექტორმა “თაიმერის” ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაასრულა
შემდეგი სტატიაეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს