სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა

პუტინის პრესსპიკერის ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა. დიმიტრი პესკოვის ცნობით, უწყებრივი წერილი, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ზვარტნოცის აეროპორტში მუშაობა შეაჩერონ, უკვე მიიღეს.

კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დეპარტამენტები ამჟამად კონტაქტზე არიან.

ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას 27 თებერვალს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ხოლო მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს მდივანმაც.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო
შემდეგი სტატიაფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნის გზის სამუშაოები წალენჯიხის მერმა მოინახულა