უცხოური აგენტურა საქართველოს სუვერენიტეტის წასაღებად იბრძვის – მაჭარაშვილი

ოთხმა მინისტრმა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა გაბედეს და შეურაცხყოფა მიაყანეს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ შიდა პოლიტიკაში ჩაერივნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „უცხოური აგენტურა საქართველოს სუვერენიტეტის წასაღებად იბრძვის“.

„მინისტრებმა ძალადობრივ აქციაზე განაცხადეს, რომ აქ უნდა იყოს რევოლუცია, გვერდში დაუდგებიან ძალადობრივ რევოლუციას. პირდაპირ თქვეს, აბა, როგორ გინდათ, თუ სუვერენიტეტს არ დათმობთ, ისე არავინ მიგიღებთო, მართვის სადავეები თუ ბრიუსელში არ გადავიდა, ევროპაში ისე რა გინდათო? უცხოური აგენტურა საქართველოს სუვერენიტეტის წასაღებად იბრძვის. ო’ბრაიენი ამბობდა, აბა, სად ვერევით რევოლუციურ სცენარებშიო. მისი ბრიფინგიდან რამდენიმე საათში ჯერ კომიტეტის თავმჯდომარეებმა, შემდეგ მინისტრებმა, პრაქტიკულად, მის განცხადებას წყალი გადაასხეს, რადგან რევოლუციური სცენარი დაანონსეს, მხარი დაუჭირეს ძალადობრივ აქციას – ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ოთხმა მინისტრმა და ოთხმა კომიტეტის თავმჯდომარემ გაბედეს და შეურაცხყოფა მიაყანეს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ შიდა პოლიტიკაში ჩაერივნენ.

როგორ კლავს ლიბერალიზმი განსხვავებულ მოსაზრებას, ეს ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის დროს, როცა დამნაშავემ თქვა, პრემიერს რატომაც ესროლა – განსხვავებული პოზიციის გამოო. თანამედროვე ლიბერალიზმი განსხვავებულ პოზიციებს კლავს“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიდიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის – კრამონი
შემდეგი სტატიაEU-ს ელჩებმა რუსეთის 4 პროპაგანდისტულ მედიას სანქციები დაუწესეს