დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის – კრამონი

“მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის და ვთვლი, რომ ასევე შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, კიდევ არის წერტილოვანი ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიდის სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფინანსური დახმარებები, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ, ვის დააზიანებს ეს, რათა არ დაზარალდეს სასარგებლო პროექტები. ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად დააზიანებენ ისინი არასამთავრობოებს ოქტომბრამდე. ჩვენ ვიცით, რომ მათ უმეტესობას არ სურს დარეგისტრირება უცხოელ აგენტებად, ამიტომ ჩვენ უნდა დავფაროთ ის ჯარიმები, რომლებიც მათ დაუწესდებათ. ასე რომ, მე მომხრე ვარ ფინანსური დახმარების შეჩერების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაზარალდნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონის მიღებაზე.”

ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ლიდერი თუ იქნება, კარგი არჩევანი გაუკეთებიათ – ქადაგიშვილი პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიაუცხოური აგენტურა საქართველოს სუვერენიტეტის წასაღებად იბრძვის – მაჭარაშვილი