პროფესორ-მასწავლებლები ბათუმში საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან

ბათუმში, პროფესორ-მასწავლებლები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან – ლექტორები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად გამოდიან.

ასოცირებული პროფესორები საკუთარ კოლეგებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ დროა, მთელი საქართველო ერთი იდეის გარშემო გაერთიანდეს.

“მე ვერაფრით ვერ მოვუწოდებ სტუდენტებს გაფიცვისკენ, მაგრამ როდესაც ისინი აქ არიან, მეც მათთან ერთად ვარ. ახლა, ამ წუთას ლექცია არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვედი”, – ამბობს ლექტორი.

banner
წინა სტატიაშივემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს – ბათუმის სტუდენტები
შემდეგი სტატიააქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ