“სტუდენტების გაფიცვა ლეგიტიმურია!” – ბსუ-ს თანამშრომლები ტოვებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გოჩა სურგულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

სურგულაძე მიიჩნევს, რომ სტუდენტების გაფიცვა ლეგიტიმურია და მეტიც, მათი დაუწერელი ვალდებულებაა, იყვნენ პროგრესის ავანგარდში.

,,სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური!
კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში.
სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.
სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ!
და საბოლოოდ
#არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება.
#კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.
P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, – წერს გოჩა სურგულაძე.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიასპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაფიცვას უერთდება