“ფაიზერი” და “მოდერნა” იშვიათ შემთხვევებში გულის დაავადებებს იწვევს – ევროპის წამლების სააგენტო

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები “ფაიზერი” და “მოდერნა” იშვიათ შემთხვევებში გულის დაავადებებს იწვევს – ევროპის წამლების სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს. ჯერჯერობით ორი სახის ეფექტი გამოვლინდა ეს არის მიოკარდიტი, ანუ, გულის კუნთების ანთება და პერიკარდიტი, ანუ გულის გარსის ანთება. ორივე დაავადება გამოვლენილია ახალგაზრდა მამაკაცებში.

ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა – ამბობენ სააგენტოში. 177 მილიონი პირიდან, რომელმაც “ფაიზერის” ვაქცინა გაიკეთა, მიოკარდიტი 145 პირს განუვითარდა, პერიკარდიტი – 138 ადამიანს.

20 მილიონ დოზა “მოდერნაზე” 19 შემთხვევა დარეგისტრირდა.

“ეს დაავადებები არ გამოვლინდება ძალიან ძლიერად და მკურნალობის ჩატარებისა და დასვენების შემდეგ ის იკურნება – ნათქვამია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში – “ბიბისი” წერს.

ეს სიმპტომები მეორე დოზა ვაქცინის მიღებიდან 14 დღეში ჩნდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს შეიარაღებული ძალადობის გამო 233 ადამიანი გარდაიცვალა, 618 დაიჭრა
შემდეგი სტატიახორცის ამბოხება ესპანეთში