აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს შეიარაღებული ძალადობის გამო 233 ადამიანი გარდაიცვალა, 618 დაიჭრა

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

აშშ-ში გასულ შაბათ-კვირას, რომელსაც შტატების დამოუკიდებლობის დღე დაემთხვა, ცეცხლსასროლ იარაღს მინიმუმ 233 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 618 კი დაიჭრა.

ერთი წლის წინ, იგივე დღეს სტატისტიკა უფრო მაღალი იყო – ტყვიისგან 314 პირი გარდაიცვალა, 751 კი დაიჭრა. ორგანიზაცია Gun Violence Archive-ს თქმით, მიმდინარე წლის “სისხლიანი მოსავალი” 28%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წელს – “ბიბისი” წერს.

ნიუ-იორკში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა 35 პირი, მათგან ორი გარდაიცვალა. გასულ წელს 78 ადამიანი დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატია“ფაიზერი” და “მოდერნა” იშვიათ შემთხვევებში გულის დაავადებებს იწვევს – ევროპის წამლების სააგენტო