ხორცის ამბოხება ესპანეთში

როცა ესპანელმა მინისტრმა ალბერტო გარსონმა ხორცის მოხმარების შემცირების კამპანია დაიწყო, არ ელოდებოდა, რომ არა მხოლოდ ხორცის მოყვარულები, ფერმერები და ხორცის მწარმოებლები, არამედ კოალიციიდან კოლეგებიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებდნენ.
7 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში პრემირმა თქვა, რომ მეხორცეობას გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვს და რომ ხორცის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმს ვნებს, მან ხალხს მხოლოდ ხარისხიანი ხორცის პროდუქტების შეძენისკენ მოუწოდა, ანუ იმ ფერმების ნაწარმის, სადაც ტრადიციული მეცხოველეობაა განვითარებული.

ერთ-ერთი პირველი ოპოზიცია გამოეხმაურა მინისტრს. ულტრამემარჯვენე პარტია “ხმა” გარსონს თავს დაატყდა და მას იმ ხალხის დემონიზებაში დასდო ბრალი, ვინც ხორცს ჭამს.
ანდალუზიის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კარმენ კრესპომ გარსონს საკუთარი კამპანიაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

მინისტრის ინიციატივას საკუთარი კოალიციიდანაც გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ლიეტუვაში პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ კარგ ბიფშტექსს არაფერი სჯობს.

გარსონი, რომელსაც უამრავი კრიტიკა დაატყდა თავს, სახელმწიფო ტეელვიზიით გამოსვლისას თავის გამართლებას შეეცადა. მან თქვა, რომ მენიუდან ხორცის ამოღებას კი არ ითხოვს, არამედ იმას, რომ ხორცის ჭამა კვირაში 200-500 გრამამდე შეამცირონ.

banner
წინა სტატიაში“ფაიზერი” და “მოდერნა” იშვიათ შემთხვევებში გულის დაავადებებს იწვევს – ევროპის წამლების სააგენტო
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო მოსკოვში თანამშრომელთა რაოდენობას შეამცირებს