პაატა იმნაძე – „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან გამოცდილი ვაქცინაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აცრისთვის ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება.

„რაც შეეხება თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინას, ეს უკვე ძალიან გამოცდილი ვაქცინაა. ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის ადმინისტრირებული. ასე, რომ ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი“, – აცხადებს იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – იმედი გვაქვს, ზაფხულში ავადობის მეტნაკლებად ნორმალური რიცხვებით შევალთ
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს