სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან „სინოფარმით“ ვაქცინაცია 11 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.

ეს დაწესებულებებია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო (მისამართი, ზუგდიდი, სოფელი რუხი); ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი (მის: გამსახურდიას №206); ზუგდიდის ევექსის პოლიკლინიკა (მის: კოსტავას №1); ფოთის ევექსის პოლიკლინიკა (მის: კ. გამსახურდიას №6); სენაკის ამბულატორიულ/პოლიკლინიკური გაერთიანება (მის: რუსთაველის №114); ხობის ევექსის კლინიკა (მის: ჭყონდიდელის №2); მარტვილის ევექსის კლინიკა (მის: მშვიდობის ქუჩა 111); ჩხოროწყუს ევექსის კლინიკა (მის: აღმაშენებლის №19); წალენჯიხის ევექსის კლინიკა (მის: ჭურღულიას №6); აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია (მის: ჯვარი, სარალიძის ქუჩა №1); მესტიის საავადმყოფო (მის: ილია გაბლიანის №13).

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში და რუხის კლინიკებში იცრებიან, როგორც „ასტრაზენეკაზე“, ასევე „სინოფარმის“ ვაქცინით. დანარჩენ კლინიკებში ვაქცინაცია მხოლოდ „სინოფარმით“ ხორციელდება.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან გამოცდილი ვაქცინაა
შემდეგი სტატიასაპენსიო აქტივების მოცულობამ მილიარდ 420 მილიონ ლარს მიაღწია