პაატა იმნაძე: ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა დაცვა და მოხუცთა თავშესაფარში კორონავიურსმა შეაღწია

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა დაცვა და მოხუცთა თავშესაფარში კორონავიურსმა შეაღწია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, აქ საბედნიეროდ ყველა, ვისაც მოხუცთა თავშესაფრიდან დახმარება სჭირდება, გადაყვანილია საავდმყოფოში და ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ