სალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვბისთვის და დევნისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რვა წელია, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იმაზე საუბრობენ, რას აკეთებდა და რას აშავებდა წინა ხელისუფლება. ამ არჩევნების წინ, როცა ლარი არის სრულიად გაუფასურებული და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის სიღატაკეში, მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ ჰყოფნით ის თემები, რომელზეც რვა წელი საუბრობდნენ და დღეს მოძებნეს რაღაც ახალი თემა, რომელიც ისევ შეეხება იმას, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება. ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებზე დაასრულებს და იტყვის, რას ფიქრობს, ხელისუფლებაზე მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლების მიმართ რა აბსურდულ ბრალდებებს მოიგონებს. ამ პრობლემაზე უშუალოდ არ ვმუშაობდი, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებიდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კრიზისი გამოიწვია. ამის შემდეგ მათ ამ თემაზე საუბარი მოუწიათ. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი რაღაც ახალ აღმოჩენილ გარემოებებზე გვესაუბრებიან, რაც აბსურდული პოლიტიკური მიზნებით გაკეთებულ განაცხადად გვეჩვენება. გავეცნობით, თუ რაიმე შესასაბის ინფორმაციას წარმოადგენენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვებისთვის და დევნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა დაცვა და მოხუცთა თავშესაფარში კორონავიურსმა შეაღწია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, რომ საარჩევნოდ გადაიტანოს ყურადღება და ხალხის აქცენტი იმ სხვა თემებზე