,,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი საქართველოსთვის უმძიმეს მდგომარეობას ნიშნავს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთიან ყარაბაღში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გადაცემა 2030-ში სტუმრობისას უსუფაშვილმა განაცხადა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოსთვის უმძიმეს მდგომარეობას ნიშნავს.

“დარწმუნებული ვარ, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულება გააზრებული აქვთ და ვისურვებდი, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს. ეს გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეების პროცესში დროული ჩართვის შედეგია. ჩვენ მეზობელი მოძმე ხალხების ბედი და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება გვაღელვებს. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსთვის უმძიმეს მდგომარეობას ნიშნავს, რაც არც ერთი მხარისთვის კარგად არ დამთავრდება.” – დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

banner
წინა სტატიაში,,მიშამ ქაღალდი ჯიბეში შეინახა და მაკეინთან ერთად სვანეთში ისეირნა”- რას იხსენებს უსუფაშვილი
შემდეგი სტატიავოლსკი ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს