,,არა რუსულ ოცნებას”, ,,არა რუსულ კანონს”-აქცია თელ-ავივში

,,არა რუსულ ოცნებას”, ,,არა რუსულ კანონს”, ,, საქართველოს მომავალი ევროპაშია”, ,, ძირს რუსი ივანიშვილის რეჟიმი”- ამ ტრანსფარანტებითა და შეძახილებით თელავივში, საქართველოს საკონსულოსთან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.მათი მთავარი მოთხოვნაა მოხდეს რუსული კანონპროექტის გაწვევა და ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენლის დასჯა, ვინც მოქალაქეების მისამართით არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
,,არა რუსეთს, არა დიქტატურასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ვთვლით რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამას ხელს ვერც ბიძინა ივანიშვილი შეუშლის და ვერც რუსული კანონი. ვითხოვთ უმოკლეს დროში მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა.რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ხელისუფლებას, წარსულ დროში საქართველოს ვერ დააბრუნებს. წლებია მათი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და უუნარობის შედეგად ემიგრაციაში ვართ უკეთესი მომავლის იმედით, თუმცა როგორც ჩანს მეოცნებეებს ეს არ ადარდებთ და მათი ოცნებაა კიდევ დიდხანს ვიყოთ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ადამია: სამი კარგი რამ, რაც უკვე მოხდა…
შემდეგი სტატიამეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონდმებლობას