არა რუსულ კანონს – ქართველმა ემიგრანტებმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში აქცია გამართეს. ბრიტანეთში მოქალაქეები ლონდონში შეიკრიბნენ, ამერიკაში კი ნიუ-იორკში.
მათ თან ჰქონდათ საპროტესტო ბანერები და დროშები.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამშობლოდან შორს არიან, მაგრამ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.