ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი – კახაბერ ადამია, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება…
,,საქართველოში მოქმედი რუსული რეჟიმის მიერ, რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებამ და ამასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკვე მინიმუმ სამი პოზიტიური შედეგი მოიტანა…
1. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, ფაქტობრივად სრულად ჩამოიხსნა ნიღაბი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და შეწყვიტა ორმაგი თამაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. მან აშკარად და ცალსახად ანტიდასავლური, ანუ რუსული თამაში არჩია, რითაც საბოლოოდ დაუპირისპირდა დასავლეთს.
2. რეჟიმმა, მთლიანად და სამუდამოდ გადაიმტერა თავისუფლების მოყვარე, უშიშარი და შეუპოვარი ქართველი ახალგაზრდობა, რომელსაც დიდად არც პარტიები აინტერესებს და არც ენჯეოები… ისინი ვერ იტანენ ოკუპანტ რუსეთს და საუკუთარი მომავლს, მხოლოდ ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაში ხედავენ.
ამ ახალგაზრდების ბრძოლით, რეჟიმმა დაკარგა ე.წ. თბილისური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაც, რომელისთვისაც მთავარი, ყოველთვის პირადი კეთილდღეობა იყო… წუხელ ეკრანებზე, ისეთი ხალხის შვილებს ვხედავდი, რომელთაც მნიშვნელოვან რესურსებზე მიუწვდებათ ხელი და რომლებიც აქამდე, რეჟიმის მიმართ ლოიალურ თბილისურ ელიტას წარმოადგენდნენ…
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა, პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით, საკუთარ თავზე აიღეს სამშობლოს პოლიტიკურ მომავალისთვის ბრძოლა და საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობა, თან ისეთი შემართებით და მასშტაბით, რომელმაც არსებული რეჟიმი, შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს.
3. რუსული რეჟიმის ქმედებებმა და მისგან გამოწვეულმა ეგზისტენციალურმა საფრთხემ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფაქტობრივად გააერთიანა ის ხალხი, ვისთვისაც მთავარია საკუთარი სამშობლოს თავისუფლება და მომავალი, მაგრამ წინა ხელისუფლების შეფასებებში რადიკალურად საპირისპირო პოზიცია ეჭირათ და ერთამნეთის მიმართ დაპირისპირებულნი იყვნენ… და ამით, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია მოხდა. ამის დასტურად მინდა მოვიყვანო, გუშინ ,,ფეისბუქში,, შექმნილი ჯგუფი, სადაც საათების განმავლობაში, ათეულ ათასობით ადამიანი გაწევრიანდა, რომლებიც სრულიად უცნობები იყვნენ ერთმანეთისთვის და სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიებით… მიუხედავად ამისა, ამ ჯგუფში იდებოდა პოსტები, სადაც ადამიანები აქციაზე ჩამოსვლის მსურველებს, სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობდნენ… ძალიან ბევრი თბილისელი ოთახით და კვების უზრუნველჰყოფას სთავაზობდა რეგიონებიდან ჩამოსულებს… ბევრი შეძლებული ქართველი და ბევრი ემიგრანტი, თანხის ჩარიცხვას სთავაზობდა აქციაზე წამომსვლელებს, რათა ტრანსპორტი ექირავებინათ, ბენზინი ან საკვები ეყიდათ… ძალიან ბევრი სხვადასხვა და ეფექტური შეთავაზება იყო, რომ რეგიონიდან აქციაზე წასვლის მსურველებისთვის ხელი შეეწყოთ, რაც აქამადე არ მახსენდება.
…
მიუხედავად ჩემს მიერ ჩამოთვლილი პოზიტიური შედეგებისა, რომელიც პროცესის დროს კარგად გამოჩნდა, არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ახალგაზრდების ბრძოლამ ის მთავარი შედეგები ვერ მოიტანოს, რასაც მომავალში ველოდებით… ამ საფრთხეებზე მოგვიანებით დავწერ.,,-წერს ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი კახა ადამია.