,,მიშამ ქაღალდი ჯიბეში შეინახა და მაკეინთან ერთად სვანეთში ისეირნა”- რას იხსენებს უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გახმაურების ფაქტს ეხმაურება. როგორც გადაცემა 2030-ში სტუმრობისას სპიკერმა განაცხადა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს უკეთ მომზადების და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის საშუალება ექნებათ.

“არჩევნების თარიღის გამოცხადება ყველასთვის დადებით შედეგებს მოიტანს. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს უკეთ მომზადების და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის საშუალება ექნებათ. კარგი იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვისაც, რათა მობილიზაცია უკეთ მოახდინონ. კარგად მახსოვს სამწუხარო პრაქტიკა, როცა ათიოდე წლის წინ, ხელისუფლებამ არჩევნების დღე დანიშნა და პრეზიდენტმა ქაღალდი ჯიბეში შეინახა. ამის შემდეგ მაკეინთან ერთად სვანეთში ორი დღე ისეირნა. ჩვენ კი, არჩევნების შესახებ არაფერი ვიცოდით. თვითონ ყველაფერი ამ დღეზე აწყობილი და დაგეგმილი ჰქონდა. სხვებს კი, მძიმე მდგომარეობაში აყენებდა” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. , პარლამენტის თავმჯდომარე

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია,,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი საქართველოსთვის უმძიმეს მდგომარეობას ნიშნავს”