“ომეგა ჯგუფის” საქმე – ნატო ჩხეიძის სასამართლოში გამოკითხვის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის სასამართლოს წესით დაკითხვის საკითხი, დღეს გაირკვევა. საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ უნდა მიმართოს.

ნატო ჩხეიძემ თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხა. დეპუტატი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს.

ჩხეიძის უფლებადამცველის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ ყველა თანამშრომელი პროკურატურაში უკვე გამოკითხა.

„რაც შეეხება იმას თუ როდის შეიძლება გაიმართოს გამოკითხვა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მიმართავს გამოძიება, პროკურატურა სასამართლოს. არ არის გამორიცხული რომ მათ დღესვე მიმართონ და დღესვე მოხდეს ქალბატონი ნატოს გამოკითხვა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის პროცედურა, რომელსაც უშუალოდ ახორციელებს პროკურატურა,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ
შემდეგი სტატიაბიზნესის რეკეტი და კრიმინალური მმართველობა – არასამთავრობოები დიპლომატებს შეხვდებიან