ბიზნესის რეკეტი და კრიმინალური მმართველობა – არასამთავრობოები დიპლომატებს შეხვდებიან

ბიზნესის რეკეტი და კრიმინალური მმართველობა საქართველოში – გავლენიანი 13 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემებზე სასაუბროდ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდება.

„ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრონ მსგავს პრობლემებზე, თუ ასეთ პრობლემებს ადგილი ჰქონდა და ამავდროულად ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორი უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და ფიქრობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ საქმეების გამოსაძიებლად.

„მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ აქ არაფერი არ ხდება და ეს პროცესი შეხებაში არ არის ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკებთან, ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ომეგა ჯგუფის” საქმე – ნატო ჩხეიძის სასამართლოში გამოკითხვის თარიღი დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება