ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ. ინფორმაციას ადასტურებს მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილიც. მისი თქმით, კლინიკაში სიტუაციის გასარკვევად მიდის. უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიგენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – ჭანტურიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ
შემდეგი სტატია“ომეგა ჯგუფის” საქმე – ნატო ჩხეიძის სასამართლოში გამოკითხვის თარიღი დღეს გახდება ცნობილი