ოლიმპიადის 52 წლის კომპოზიტორმა გუნდი იმიტომ დატოვა, რომ ის ბავშვობაში კლასელებს დასცინოდა

ტოკიოს ოლიმპიადის ცერემონიის გახსნის კომპოზიტორმა ჯგუფი იმის გამო დატოვა, რომ ბავშვობაში ის საკუთარ კლასელებს დასცინოდა – “ბიბისი” წერს.
52 წლის კომპოზიტორმა ამის შესახებ განცახდება თავად გააკეთა ტოკიოში.

1994 წელს მუსიკალურ ჟურნალთან ინტერვიუში მან აღიარა, რომ ფიზიკური ნაკლის მქონე კლასელებს დასცინოდა და რომ ამას ნანობს.

ახლა, როცა ეს ინტერვიუ გაიხსენეს, მან იაპონელების აღშფოთება გამოიწვია და მათ კომპოზიტორის ოლიმპიადიდან დაუყოვნებლივ ჩამოშორება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიტორმა სახალხოდ მოიხადა ბოდიში, საზოგადოებრივი ზეწოლა საკმაოდ ძლიერი იყო.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს იხსნება. ის კორონავირუსის გამო 2020 წელს ვერ ჩატარდა. ოლიმპიადა წელს, ასევე, კოვიდ-19-ის გამო გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში სმარტფონებიდან ჟურნალისტების შესაძლო თვალთვალის გამო სკანდალი აგორდა
შემდეგი სტატიააშშ, ევროკავშირი და ნატო ჩინეთს კიბერშეტევის მოწყობაში ადანაშაულებენ