უნგრეთში სმარტფონებიდან ჟურნალისტების შესაძლო თვალთვალის გამო სკანდალი აგორდა

უნგრეთში სკანდალი დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებრივ მოღვაწეებს შესაძლოა საკუთარი სმარტფონებიდან უთვალთვალებდნენ ჯაშუშური პროგრამა “პეგასუსის” გამოყენებით, რომელიც ებრაულმა კომპანია NSO-მ შექმნა და რომელის ყიდვა მხოლოდ მთავრობებს შეუძლიათ.

პროგრამული უზრუნველყოფა მაშინ აქტიურდებოდა, როცა ჟურნალისტები საგამოძიებო მასალებზე მუშაობდნენ. უნგრულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა Direkt36 განაცხადა, რომ პროგრამა, სავარაუდოდ, 300 ადამიანს უთვალთვალებდა. მიმდინარე მომენტში ასეთი მინიმუმ სამი ჟურნალისტია ცნობილი. ანდრაშ შაბოს ტელეფონიდან მონაცემები, სავარაუდოდ, 2019 წლიდან იგზავნებოდა, მან საკუთარი ეჭვების შესახებ ანატოლ როგანს, პრემიერ ვიქტორ ორბანის კაბინეტის წევრს მისწერა.
მეორე ჟურნალისტი, რომელსაც უთვალთვალებდნენ, საბოლჩ პანია. მან თქვა, რომ რაღაც ეჭვები ჰქონდა. მისი ტელეფონი, სავარაუდოდ, პირველად 2019 წელს “გატეხეს”, მაშინ, როცა მან შაბოსთან ერთად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკზე სტატია დაწერეს, შემდეგ კი უნგრულ-ამერიკულ, უნგრულ-რუსულ მასალებზე მუშაობდნენ.

მესამე ჟურნალისტი დავიდ დერსენია. მან თქვა, რომ ის არ წერდა საგამოძიებო მასალებს და ვერ ხვდება რატომ მოინდომეს მისი თვალთვალი.

უნგრეთის მთავრობა უარყოფს, რომ NSO Group-ის პროგრამა შეიძინეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, რომელიც ინფორმაციის ოფისს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ მას მან აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია არ გააჩნია.

Pegasus-ი ერთ-ერთი საუკეთესო სათვალთვალო პროგრამაა. თვალთვალი რეალურ დროში მიმდინარეობს და გვერდს უვლის მესენჯერის გაშიფრვას. კომპანია ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში პროგრამას მხოლოდ მთავრობებზე ყიდის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრილ ტრამპის პირველ მომხრეს განაჩენი გამოუტანეს
შემდეგი სტატიაოლიმპიადის 52 წლის კომპოზიტორმა გუნდი იმიტომ დატოვა, რომ ის ბავშვობაში კლასელებს დასცინოდა