აშშ, ევროკავშირი და ნატო ჩინეთს კიბერშეტევის მოწყობაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ჩინეთს Microsoft Exchange Server-დან კიბერშეტევაში დასდო ბრალი. ჰაკერები ჩინეთის უშიშროების სამინისტროსთან არიან დაკავშირებული, მათ აღნიშნულ სერვერში არსებული ნაკლოვანებებით ისარგებლეს და საფრთხის ქვეშ დააყენეს ათასობით კომპიუტერი და ქსელი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ 19 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი – წერს “დოიჩე ველე”.

ბლინკენმა კიბერსივრცეში ჩინეთის “უპასუხისმგებლო მოქმედებაზე” მიუთითა და მას ჰაკერთა სისტემის შექმნაში დასდო ბრალი, რომლებიც პეკინის ინტერესებით ხელმძღვანელობენ და რომლის დროსაც კომპანიებს აშანტაჟებენ და მათგან მილიონობით დოლარის გამოძალვას ცდილობენ – აღნიშნულია განცხადებაში. სხვა დანარჩენთან ერთად ჰაკერები ებოლას წინააღმდეგ ვაქცინის ფორმულის გატაცებას აპირებდნენ.
გარდა ამისა, განცხადებაში მითითებულია, რომ ჰაკერების მოქმედება სხვა ქვეყნების ეკონომიკას და უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.

აშშ-ს განცახდებას შეუერთდნენ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და იაპონია.
ნატომ ჰაკერული თავდასხმისას დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიადის 52 წლის კომპოზიტორმა გუნდი იმიტომ დატოვა, რომ ის ბავშვობაში კლასელებს დასცინოდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 26 პაციენტი