ოლეგ სენცოვი რეანიმაციაში გადაიყვანეს

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც 145 დღე შიმშილობდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა “ძალიან მძიმეა”, მან “ანდერძი დაწერა” და “ითხოვს, ბავშვებს მიხედონ” – ამის შესახებ კიევში ჩატარებულ ბრიფინგზე სენცოვის ბიძაშვილმა, ჟურნალისტმა ნატალია კაპლანმა განაცხადა და რეჟისორის მდგომარეობას “კრიტიკული” უწოდა.

მისი თქმით, “შიმშილობის შემდეგომი პერიოდი ძალიან სერიოზული პროცედურაა და ახლა ვერავინ ამბობს, გადარჩება თუ არა ოლეგი”, რადგანაც მას დაზიანებული აქვს თირკმლები, და ყველა შინაგანი ორგანო .

ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში ყირიმში, სიმფეროპოლში დაიჭირეს. მას ტერაქტის მომზადება ედება ბრალად. რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, სენცოვს თანამზრახველებთან ერთად სიმფეროპოლში ლენინის ძეგლის აფეთქება უნდოდა. ასევე, მას ბრალად ედება “ედინაია რასიასა” და “ყირიმის რუსული საზოგადოების” ოფისებისთვის ხანძრის გაჩენა. სენცოვს რუსულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიტუსკი თვლის, რომ “ბრექსიტი” სავარაუდოდ, ვერ დარეგულირდება
შემდეგი სტატიაMicrosoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა