Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა

Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ის ონკოლოგიურ დაავადებას უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ებრძოდა.

პოლ ალენი დაახლოებით 40 წლის წინ პერსონალური კომპიუტერების აუცილებლობის იდეას ინტენსიურად უწევდა პოპულარიზაციას. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, 65 წლის ალენს ლიმფომა ჰქონდა

კომპანიის მეორ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა წუხელ ალენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“ჩემი ერთ-ერთი დიდი ხნის და ყველაზე ძვირფასი მეგობრის წასვლა გულს მიკლავს” -დაწერა გეიტსმა .

ჟურნალმა Forbes ალენის ქონება, გარდაცვალების მომენტისთვის 22 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის მსოფლიოში მდიდარი ადამიანების სიაში 44-ე ადგილზე იყო.

banner
წინა სტატიაშიოლეგ სენცოვი რეანიმაციაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იბერიამ” არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მაუწყებლობა შეწყვიტა