ტუსკი თვლის, რომ “ბრექსიტი” სავარაუდოდ, ვერ დარეგულირდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან “დაურეგულირებელი” გასვლა უფრო მეტად დასაშვებია, ვიდრე ადრე” -ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა “ბრეკსიტის” შესახებ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა.

როგორც მისი გზავნილიდან ჩანს, რომელიც ევროკავშირის მომავალი სამიტის მისადგომებთან გააკეთა, ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ყველა შესაძლო მოქმედება იმისათვის, რომ მისაღებ შეთანხმებას მიაღწიონ.

“როგორც ერთხელ სწორად ითქვა: “სანამ არ გაკეთებულა, შეუძლებელი გვგონია. არ დავნებდეთ” – დაწერა ტუსკმა.

“დოჩიე ველეს” ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან “ბრექსიტთან” დაკავშირებით შეთანხმება მიღწევადია იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელთან მოლაპარაკებები მძიმედ მიდის

“ჩვენ უთანხმოებებს იმის საშუალებას ვერ მივცემთ, რომ კარგი შეთანხმების დადების შესაძლებლობა გავუშვათ ხელიდან და დაგვტოვონ სიტუაციაში, როცა შეთანხმება არ არსებობს, სიტუაციაში, რომელიც არავის სურს. ძველებურად ვთვლი, რომ შეთანხმება, მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული, საუკეთესო იქნება გაერთიანებული სამეფოსთვისაც და ევროკავშირისათვისაც. ძველებურად ვთვლი, რომ ის მიღწევადია” – ხაზგასმით აღნიშნა მეიმ.

banner
წინა სტატიაშიერ-რიადი მზად არის ჟურნალისტის მკვლელობა აღიაროს 
შემდეგი სტატიაოლეგ სენცოვი რეანიმაციაში გადაიყვანეს