ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად 256 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 65 ადამიანს დაუდგინდა. დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5278-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 120 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3603-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 22 პაციენტი, 18 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 37 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 32-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 67 შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, საკუთარ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ
შემდეგი სტატიაისანი-სამგორში, ნადარეიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა