შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, საკუთარ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ

ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, საკუთარ ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმედოვნებდა, რომ არჩევნების შედეგად, მრავალპარტიული პარლამენტი იქნებოდა, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, ეს იმედგაცრუება იქნება.

„ჩვენი წინადადება იგივეა, რაც ბოლო დღეებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან გვესმის. ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროსაბჭოს პოზიცია. ყველა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უარი არ უთხრან და ზურგი არ აქციონ. მიიღონ ის მანდატი, რომლიც საკუთარმა ამომრჩეველმა ამ არჩევნებით გადასცა. პანდემიის პირობებში არ დაიზარა, მივიდნენ და ხმა ამ პარტიებს მისცეს.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო ერთპროცენტიანი ბარიერი. „ქართული ოცნების“ წარმოდგენა პარლამენტის შესახებ იყო და არის მრავალპარტიული პარლამენტი. ამ ინიციატივის შედეგად, ცხრა პარტია ხვდება პარლამენტში. ჩვენი იმედი იყო, რომ პარლამენტი მრავალპარტიული ყოფილიყო და თუ არ შემოვლენ, ეს მრავალპარტიულობა არ იქნება და ჩვენთვის იმედგაცრუებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სერჟანტ შავაძის საქმის მიჩქმალვაში მონაწილეობდნენ , დღეს “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა