ობამამ ერდოღანს პუტჩის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა

ობამამ ერდორანს პუტჩის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა

5აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, ერდორანს პუტჩის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა -წერს Reuters-ი.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ეშტონ კარტერის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში შექმნლი მდგომარეობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს ამერიკაში მცხოვრებ ფეხტულაჰ გიულენზე, რომელსაც ერდორანი პუტჩის ორგანიზატორობაში სდებს ბრალს. ანკარა იმედოვნებს, რომ ის გიულენის ექსტრადაციას მიაღწევს.
დღეს თურქეთის მთავრობამ ამერიკაში შესაბამისი დოკუმენტები გააგზავნა.
გიულენი აშშ-ში 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამშობლოში გარკვეული გავლენებით სარგებლობს. ის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი:კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა ქვეყნისთვის საზიანო იქნება
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი : ვინც მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, უნდა იქნენ დასჯილნი