(video) გიორგი მარგველაშვილი : ვინც მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, უნდა იქნენ დასჯილნი

“ვინც ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა იქნენ გამოძიებულნი და დასჯილნი,” – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

“ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი ყველაზე კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია. როგორც სტრასბურგი ამბობს – მოხდა მერაბიშვილის უფლებების შელახვა. ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა და ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებით და უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის თაობაზე, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება. ვინც დაარღვიეს ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები, უნდა იქნენ შესაბამისად გამოძიებულნი და დასჯილნი, რადგან მათ არა მარტო მერაბიშვილი, არამედ, ძალიან კონკრეტულად დააზიანეს ქართული სახელმწიფოს იმიჯი-განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება იმას, როგორია პრეზიდენტის მოლოდინი, იქნება თუ არა ეს საქმე გამოძიებული, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ “ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული”.

https://youtu.be/YuEwG-xAiKA

banner
წინა სტატიაშიობამამ ერდოღანს პუტჩის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა
შემდეგი სტატიაევროკომისიამ უკრაინა რეფორმების გამო შეაქო და ოქტომბერში უვიზო რეჟიმი უწინასწარმეტყველა