ნიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვია

19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში სამხედროების გადაყვანა გრძელდება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი:მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვითი პაქტი მომზადებულია „ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“