ყაზახეთში სამხედროების გადაყვანა გრძელდება

რუსეთი ყაზახეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო ძალების გადაყვანას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხედროები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით შეზღუდული დროით გაიგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის.

ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციასა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებაში.

წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი: ვლადიმერ პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს
შემდეგი სტატიანიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვია