ნიუ-იორკის მერი დონალდ ტრამპს მიგრანტების დაცვას დაპირდა

ნიუ-იორკის მერმა, დემოკრატმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა,რომ დღეს რესპუბლიკელ დონალ ტრამპს შეხვდა და გააფრთხილა, რომ მიგრანტების დაცვაზე, რომელთაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება არა აქვთ, მუშაობას გააგრძელებს და მათ დეპორტაციისგან დაიცავს.
“მე მას განვუმარტე, რომ ეს და სხვა ქალაქები მთელს აშშ-ში ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ თავიანთი მოსახელობა დაიცვან და ოჯახები ერთმანეთს არ დააშორონ” – თქვა დე ბლაზიომ ტრამპთაუერში, სადაც მილიარდელის საარჩევნო შტაბ-ბინა იყო განთავსებული.

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნოდ თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო 100 დღის მანძილზე აშშ-დან 2 მილიონამდე მიგრანტს გაადეპორტებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : პარლამენტის ქუთაისში დარჩენა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიათურქმა სამხედროებმა გერმანიას თავშესაფარი სთხოვეს