თურქმა სამხედროებმა გერმანიას თავშესაფარი სთხოვეს

რამდენიმე თურქმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც გერმანიაში, ქალაქ რამშტაინში მდებარე სამხედრო ბაზაში მუშაობენ, ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს. თხოვნის საფუძველი თურქეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციაა, რომელიც ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიძაბა. გერმანული არხი SWR-ის ცნობით, თავშესაფარი 40-მა სამხედრომ ითხოვა საკუთარ ოჯახებთან ერთად.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკის მერი დონალდ ტრამპს მიგრანტების დაცვას დაპირდა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან 300 ყოფილი პოლიციელი დახვრიტეს