დავით უსუფაშვილი : პარლამენტის ქუთაისში დარჩენა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

თუკი პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას რაიმე უნდა მოუხერხონ, – ამის შესახებ პარლამენტის მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა კარგი გადაწყეტილება არ იქნება.

„თუ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას და მე მგონი, აქეთ მიდის საქმე, რაც ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. ჩემი შეფასებით, პარლამენტი დაახლოებით 20-25 პროცენტს კარგავს მხოლოდ იმითი, რომ ასეა გაბნეული ქუთაისსა და თბილისს შორის. ახლა თუ „ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ალბათ ამ შენობას უნდა მოუხერხონ რამე, რადგან შეიძლება ქუთაისში დარჩეს პარლამენტი. თუმცა ვნახოთ, რაზე ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ქუთაისში პარლამენტის შენობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა გადავწყვიტეთ იმ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში, რაც საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ თუ პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ გარე ტერიტორიებია კეთილმოსაწყობი, შენობას და მის შემოგარენს შესაბამისი განვითარება სჭირდება, როგორც ეს პარლამენტს შეეფერება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,საქმე გვაქვს ძალიან დიდ პოლიტიკურ ზეწოლასთან”-ირაკლი აბესაძე ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე
შემდეგი სტატიანიუ-იორკის მერი დონალდ ტრამპს მიგრანტების დაცვას დაპირდა