ნინო ლომჯარიამ და უკრაინის‭ ‬პარლამენტის ადამიანის ‭უფლებათა კომისარმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლიუდმილა დენისოვამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადამიანის‭ ‬უფლებებისა‭ ‬და‭ ‬ძირითადი‭ თავისუფლებების‭ ‬დაცვის‭ მექანიზმების გასაუმჯობესებლად,‭ ‬დემოკრატიული‭ ‬‬ინსტიტუტებისა‭ ‬‬და‭ კანონის‭ უზენაესობის გასაძლიერებლად.

მემორანდუმის‭ ‬ფარგლებში‭ ‭მხარეები‭ ‬დაუყოვნებელ‭ ‬შეატყობინებენ‭ ‬‬ერთმანეთს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ უკრაინის მოქალაქეებზე საქართველოს‭ ‬‬ტერიტორიაზე‭ ‬და‭ საქართველოს‭ ‬მოქალაქეებზე‭ ‬‬უკრაინის ტერიტორიაზე;‭ ‬მიიღებენ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬განიხილავენ‭ ‬თავისი‭ ‬ქვეყნის‭ ‬ტერიტორიაზე მცხოვრები‭ ‬მეორე‭ ‬ქვეყნის‭ ‬‬მოქალაქეთა‭ განცხადებებს;‭ გაცვლიან‭ ‬‬ადამიანის უფლებების‭ დაცვის‭ ‬სფეროში‭ ‬მხარეთა‭ საქმიანობის‭ ‬‬შესახებ‭ ‬ანალიტიკურ, საინფორმაციო და ‭საცნობარო ‬მასალებს, მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის‭ ‬ან‭ ‬‬სასჯელის‭ ‬‬პრევენციის‭ ‬‬სფეროში‭ ‬თანამშრომლობა. აღნიშნულია, რომ ‭უკრაინისა და‭ ‬საქართველოს ‭‬ეროვნული პრევენციული მექანიზმები (NPM) განახორციელებენ ერთობლივ ვიზიტებს დაკავების ადგილებში და სხვა დახურულ დაწესებულებებში უკრაინასა‭ და‭ საქართველოში,‭ გაცვლიან ‭ ‬ინფორმაციას‭ (მათ შორის,‭ ‬ჯანდაცვასა‭ ‬თუ‭ ‬‬სხვა‭ ‬პირობებზე)‭ ‬ერთი‭ მხარის‭ ‬მოქალაქეების‭ ‬შესახებ, რომლებიც‭ მეორე‭ ‬მხარის‭ ‬ ‭ ‬თავისუფლების‭ ‬აღკვეთის‭ ‬დაწესებულებებში‭ ‬იხდიან სასჯელს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტურისტების ავტობუსი და სკოლის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – მაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს