რაქვიაშვილი – მაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

მაქვს მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილობრივ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს, – ეს განცხადება დღეს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში რაქვიაშვილმა აღნიშნა, შეიძლება გაჩნდეს საჭიროება, როცა „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ პარლამენტის ვადამდე არჩევნებში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს დადებს.

„ჩატარდება თუ არა პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი. თუკი გამოჩნდება, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, მაშინ ვადამდელი არჩვენები აუცილებლად იქნება თუნდაც იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისის თავიდან იყოს აცილებული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიამ და უკრაინის‭ ‬პარლამენტის ადამიანის ‭უფლებათა კომისარმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაუგულავა სააკაშვილზე – „როცა ოდისევსი წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება“