თურქეთში ტურისტების ავტობუსი და სკოლის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაღუპულთა შორის არიან მოსწავლეები

თურქეთის მუღლის პროვინციაში ავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ და მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 49 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების ავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულებს შორის 41 უკრაინელი ტურისტი, 7 მოსწავლე და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ ზელენსკი – ჯო ბაიდენი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიამ და უკრაინის‭ ‬პარლამენტის ადამიანის ‭უფლებათა კომისარმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი