ნიკა მელია: უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო

თითქოს საპატრიარქომ ითხოვა დეკანოზის შეწყალება და სალომემ არ შეიწყალა – ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს.

უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო-ასე ეხმაურება ნიკა მელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ შეეწყალებინა გიორგი მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალების პირველი აქტი გამოსცა. შეწყალებულთა სიაში კვლავ არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სასჯელს ე.წ ციანიდის საქმეზე იხდის. საშობაოდ პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა, ისინი შობის დღესასწაულს თავიანთ სახლებში შეხვდებიან.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელი საზოგადოება მოატყუა
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლოვი სივრციდან