გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლოვი სივრციდან

სალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლოვი სივრციდანსალომე ზურაბიშვილი გასულია სამართლებლოვი სივრციდან. შორენა თეთრუაშვილია პატრიარქი? რას ნიშნავს ამ მართლაც უვიცი ადამიანის ეს განცხადება: “პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას”. გამოდის რომ იგი არც კი გასცნობია საქმეს. დეკანოზ მამალაძეს საქმეში არაფერია პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე. საქართველოს მთავრობა, “მცხეთის სერობის” შემდეგ სულ გეუბნებოდით, რომ მაგ შეხვედრაზე თქვენ დაგამარცხეს.

ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, რაოდენ ეპოქალური მნიშვნელობის არ უნდა იყოს იგი, თავისი პოლიტიკური გამჭრიახობითა, ალღოთი, ცბიერებით ვერ გაუტოლდება საქართველოს პატრიარქს. ეს “არ შეწყალება” თქვენი განაჩენია! დეკანოზი მამალაძე კი დღეიდან საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პირადი პატიმარი გახლავთ! სალომე ზურაბიშვილის ზემოთ მოყვანილი ციტატა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში მისაღებ გადაწყვეტილებაში იქნება უმნიშვნელოვანესი.

პოლიციელის (სახელმწიფოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და კრიმინალის წინააღმდეგ მებრძოლი უმთავრესი გარანტორის) მკვლელის შეწალება შეიძლება და შეთითხნილი ბრალდებით – პატრიარქ შორებას “ანგარებით” მკვლელობაში ბრალდებულის – არა! ეს უკვე სახელმწიფო არ გახლავთ არც ერთი ატრიბუტით, ეს სარაიაა, ხუხულაა. ველოდები იუსტიციის მინისტრის განმარტებას – პრეზიდენტის განცხადებაზე – საქართველოს ხელყოფაზე. მგონი მისი და ყოფილი პრემიერის ტექსის გადამღერებაა ეს. ანუ საპატრიარქოში დაწერილი ტექსტის-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო
შემდეგი სტატიამიხეილ რამიშვილი: პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით