ნიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს უარით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველა სტანდარტი დაცული იყო – რატი იონათამიშვილი

ნიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს უარით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველა სტანდარტი დაცული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, როდესაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო. მისივე განცხადებით, სწორედ ეს იყო ის პროცესი, რის ირგვლივადაც მიდიოდა დეზინფორმაციისა და სასამართლოს დისკრედიტაციის ყველაზე დიდი შტურმი.

„ვფიქრობ, ეს ადამიანები ინიციატივით გამოვლენ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების „ვეტინგი“ და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება მოხდეს უკვე იმდენად დიდ აბსურდში არიან ჩართული. სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო და სწორედ ეს იყო ის პროცესი, რის ირგვლივადაც მიდიოდა ყველაზე დიდი შტურმი დეზინფორმაციისა და სასამართლოს დისკრედიტაციის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა სტანდარტით დაცული იყო. შესაბამისად, ეს ადამიანები ვალდებული არიან, ჩვენს სასამართლოსა და მოსამართლეებს ბოდიში მოუხადონ. რასაკვირველია, მათგან ამის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიყველა გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და პროცესებს არ ვყოფთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ – რატი იონათამიშვილი
შემდეგი სტატიალგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი – რომან გოცირიძე