ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და პროცესებს არ ვყოფთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ – რატი იონათამიშვილი

ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და პროცესებს არ ვყოფთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო განხილვების შედეგად მიიღება.

„ეს არის ოპოზიცია, რომელიც რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც იმ გამოწვევების საპასუხოდ არის. რომელიც დღეს არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოწინავე საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო გზა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ მხრივ საჯარო განხილვები და პირდაპირი დიალოგი გვექნება საზოგადოებასთან და მათი პოზიციების შეჯერებით და გაზიარებით მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა გაიხსნა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს უარით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველა სტანდარტი დაცული იყო – რატი იონათამიშვილი