ნიკა გვარამია: ბატონო გახარია, მზად ვარ თქვენი დავალებები შევასრულო!

„მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ. ეს სხვა პერიოდია, ეს სხვა დროა“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა.

ამასთან გვარამია ამბობს, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კრიზისების მართვის დიდი გამოცილება აქვს.

„მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, შემიძლია დასკვნების გაკეთება, როცა ადმიანებს ვუყურებ. ვეთანხმები ყველაფერში და მზად ვარ დავეხმარო. უბრალოდ ეს მზმაობა არავის არ აინტერესებს, ნიკა მელიამაც თქვა და გიორგი ვაშაძემაც. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთპარტიული ბრძოლა გვაქვს კორონავირუსთან, ჩვენ ყვალანი, პარტიები და არამხოლოდ, მზად ვართ დაგეხმაროთ. მე ჩემი გამოცდილებით და არ მაქვს პატარა გამოცდილება კირიზისების მართვის, მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ. ეს სხვა პერიოდია, ეს სხვა დროა“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიათამაზ ნავერიანი: მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება