საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული რიგით მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, –აცხადებს კლინიკის სამედიცინო მენეჯერი მაია ხელაძე. ახალგაზრდა მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში რიგით მეოთხე პაციენტი „მედიქალსიტიდან“ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. თუმცა გაუგებარია, „მედიქალისტში“ მას მკურნალობაზე უარი რატომ უთხრეს, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ყველა – კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა მზადაა!

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ბატონო გახარია, მზად ვარ თქვენი დავალებები შევასრულო!